წესები და პირობები

ეს ვებგვერდი არ წარმოადგენს გაყიდვის შეთავაზებას ან შესყიდვისა და “ტავ აეროპორტების” ჰოლდინგის აქციების შეძენის შუამდგომლობას ნებისმიერ იურისდიქციაში. ასევე არ წარმოადგენს სანვესტიციო საქმიანობაში შესვლის მოტივს. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია ან გაგზავნილი ასეთი სახის სხვა წერილობითი ან ზეპირი ინფორმაცია არცერთი კონტრაქტის საფუძველს არ წარმოადგენს.

ინფორმაცია, რომელიც გამოყენებულია ვებგვერდზე განლაგებული მასალების მომზადებისას, მიღებულია კომპანიის, კომპანიის წარმომადგენლების ან საჯარო წყაროების საშუალებით. ვებგვერდზე მოთავსებულ ინფორმაციაზე, სიზუსტეზე, სისრულეზე ან სამართლიანობაზე დაყრდნობა არ არის მიზანშეწონილი. ვებგვერდზე მოთავსებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას, დასრულებასა და შეცვლას. მიუხედავად იმის, რომ აქ განთავსებული ინფორმაცია მომზადდა კეთილსინდისიერად, კომპანიის მიერ არ მოხდება ამასთან დაკავშირებული რაიმე აზრის გამოხატვა ან გარანტიის მიცემა, ან პასუხისმგებლობის ან ვალდებულების აღება. ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სამართლიანობაზე, ან სხვა წერილობით და ზეპირ ინფორმაციაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარის ან მის მრჩეველისათვის, ნებისმიერი სახის ვალდებულება განზრახ უარყოფილია. კომპანიის თანამშრომლებისა და წარმომადგენლების მიერ ვალდებულების უარყოფა არ ნიშნავს კომპანიის მხრიდან რაიმე სახის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ან ინფორმაციის მიზანმიმართულ დამალვას

ეს ვებგვერდი შეიცავს კომპანიის სამომავლო გეგმებს. ეს გეგმები, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ შემდეგ სიტყვებს: განჭვრეტა, რწმენა, განზრახვა, ვარაუდი, იმედის ქონა და მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს, ასახავს კომპანის შეხედულებებს, მოსაზრებებსა და მოლოდინს. განსაკუთრებით ის სამომავლო გეგმები, რომლებიც ეხება კომპანიის შესაძლო ან მომავალში განზრახულ ფინანსურ ან სხვა სახის საქმიანობას, წარმოადგენს რისკისა და უზუსტობების საგანს, რამაც შეიძლება არსებითად განსხვავებული შედეგი მოიტანოს. ეს რისკები და უზუსტობები, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიცავს ბიზნესის ან სხვა საბაზრო მდგომარეობის ცვლილებებსა და ზრდის იმედებს, რომელიც განჭვრეტილია კომპანიის მმართველობის მიერ. ამ და სხვა ფაქტორებმა შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს შედეგზე, გეგმათა ფინანსურ შედეგსა და და იმ სხვა მოვლენებზე, რომლებიც აღწერილია აქ. კომპანია განზრახ უარყოფს რაიმე სახის ვალდებულებას, რაიმე სიახლის გავრცელებისას პასუხისმგებლობას, ნებისმიერი იმ სამომავლო გეგმის გადამოწმებას, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, რათა გავლენა იქონიოს იმ ცვლილებებზე, რომლებსაც კომპანია იმედოვნებს რომ განახორციელებს. წარსულის საქმეს ვერ დავეყრდნობით, როგორც სახელმძღვანელოს მომავლის საქმეში. ამიტომ სიფრთხილე გმართებთ ნუ დაეყრდნობით ამ სამომავლო გეგმებს.