ავტო სადგომი

თბილისის აეროპორტის ავტოსადგომი მაქსიმალურად არის აღჭურვილი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. კომფორტულად მოწყობილი და უსაფრთხო ავტოსადგომი უზრუნველყოფილია მაღალტექნოლოგიური სისტემით.

სამგზავრო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. სადგომზე ავტომობილების შესვლა ხორციელდება ავტომატური ბარიერის გავლის საშუალებით. ავტოსადგომი გათვლილია 658 ავტომობილზე

ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში.

მთავარი ავტოსადგომის გარდა, ტერმინალის მარჯვენა მხარეს განთავსებულია მეორე ავტოსადგომი, რომელიც განსაზღვრულია იმ მგზავრებისათვის და მათ დამხვედრთათვის, ვინც სარგებლობს პრაიმკლასის სერვისით. აღნიშნულ ავტოსადგომზე შესვლა ხდება ავტომატური ბარიერის გასლის შემდეგ. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში.

ტელ: +995 32 2310 335, +995 32 2310 287

დღიური გადასახადი
მომსახურების ტიპი პარკირება 1 საათით პარკირება 1-3 საათით პპარკირება 3-6 საათით პარკირება 6-12 საათით პარკირება 24 საათით
პარკირების გადასახადი 3,50 4,00 6,00 8,00 13,00

თვიური გადასახადი
აეროპორტის სხვადასხვა უწყებები და პერსონალი 25,00
სხვა 130,00

1. ყველა ტარიფი მოცემულია ეროვნულ ლარში დღგ-ს ჩათვლით.

2. 5 წუთით ავტო სადგომზე შესვლა უფასოა.

3. ეს ტარიფები ძალაში შევიდა 2011 წლის 17 ივნისს და დამტკიცებულია შპს ტავ ურბან საქართველოს მიერ

4. 30 ლარი დღგ-ს ჩათვლით დაერიცხება მომხმარებელს ბარათის დეპოზიტზე (თვიური გადასახადის შემთხვევაში). ეს ტარიფი ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე თუ ბარათი დაზიანდა ან დაიკარგა. ასევე სამთავრობო ორგანოების მიერ იგივე მიზეზებით მეორე ბარათის აღების შემთხვევეაში. ხოლო სამთავრობო ორგანოების მიერ პირველი ბარათის აღება უფასოა.