გარემოს დაცვის პოლიტიკა

ჩვენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მესვეურები მოწოდებულნი ვართ ჩვენი ბიზნესსაქმიანობა განვახორციელოთ ეთიკური და სოციალური ნორმების დაცვით ანუ იმგვარად, რომ რაიმე ზიანი არ მიადგეს გარემოს.

კანონმორჩილება

ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ყველა მოქმედი ადგილობრივი, სახელმწიფო თუ საერთაშირისო კანონი თუ წესი,Aასევე, ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ვთვლით, რომ შეესაბამება ჩვენს საქმიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ ასპექტებს. ჩვენ დავნერგავთ და განვახორციელებთ პროგრამებსა და პროცედურებს, რაც დაადასტურებს ჩვენს მორჩილებას ამგვარი კანონების, წესებისა და მოთხოვნების მიმართ ჩვენი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე. ამასთანავე, იმ ორგანიზაციებს, რომელთანაც გვაქვს ბიზნესურთიერთობა მოვუწოდებთ გამოიჩინონ მსგავსი კანონმორჩილება.

გარემოს დაბინძურების აღკვეთა (პრევენცია)

ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მანამ მივიღოთ გარემოს დაბინძურების აღმკვეთი ზომები, სანამ საფრთხე რეალური გახდება. ვეცდებით მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენი უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების დასახვით, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელს. ჩვენ გავითვალისწინებთ გარემოს ფაქტორებს დაგეგმვის, შესყიდვების ან გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ინფორმირებულობა

ჩვენ გარემოს პოლიტიკას გავაცნობთ პერსონალს, კონტრაქტორებს და მომწოდებლებს, რათა დავარწმუნოთ ისინი ჩვენს ზრუნვაში გარემოზე. შესაბამისი ტრეინინგები ჩაუტარდება ყველა თანამშრომელს, რათა ისინი მუდმივად იყვნენ ინფორმირებულები იმ პასუხისმგებლობების შესახებ, რაც გვეკსრება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

მუდმივი გაუმჯობესება

ჩვენ შევაფასებთ და მუდმივად სრულვყოფთ ჩვენი გარემოს მართვის სისტემის ეფექტურობას პერიოდული აუდიტების და მართვის სისტემის შემოწმების ჩატარებით ასევე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული დასახული მიზნების მიღწევით. გარემოს მართვის პოლიტიკა გადაიხედება ყოველწლიურად და ხელმისაწვდოვი იქნება საზოგადოებისათვს.