ისტორია

TAV- ის შესახებ

TAV Airports-ი აეროპორტების ოპერირების საქმეში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სექტორში, ცოდნის დაგროვების, გამოცდილებისა და შემოქმედობითობის წყალობით მოპოვებული წარმატების ისტორიაა. TAV-ის ისტორია 1997 წელს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალზე გამოცხადებული ტენდერით დაიწყო. TAV Airports Holding-ი -დაარსდა როგორც „Tepe“-ს და „Akfen“ -ის ჯგუფების ერთობლივი საწარმო, რომელმაც სტამბოლის აეროპორტის ტენდერში გაიმარჯვა. მიაღწია რა დიდ წარმატებას ამ სექტორში, TAV-ი მალე გახდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ბრენდი მისი ნოუ-ჰაუს, მაღალ-კვალიფიციური ადამიანური რესურსების და მის აეროპორტების მშენებლობის პროექტებში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, ისევე როგორც ახალი სფერო აეროპორტების ოპერირების სექტორში. დასახული მიზნების რეალიზაციის გზაზე კომპანიამ წარმატებით გაიარა რესტრუქტურიზაციის პროცესი 2006 წელს. რეორგანიზაციის შედეგად გაიმიჯნა რიგი სერვისები, ანუ „ოპერირებას“ უზრუნველყოფს TAV Airports Holding-ი, ხოლო „მშენებლობის“ საქმიანობებს კი TAV Construction-ი. ამ რეორგანიზაციის პროცესის შემდეგ, 2007 წელს TAV Airports Holding-ის აქციები პირველად იქნა საჯარო გაყიდვაზე გამოტანილი. 2012 წლის მაისში TAV Airports-ის აქციების უმეტესი ნაწილის მფლობელი გახდა Aéroports de Paris Group-ი. დღეს, TAV Airports-ი ინარჩუნებს წამყვან პოზიციას აეროპორტების ოპერირების სექტორში თურქეთში და ახორციელებს შემდეგი აეროპორტების ოპერირებას: სტამბულის ათა თურქის, ანკარას ესენბოღას, იზმირის ადნან მენდერესის და ალანიის, მილას ბოდრუმის და ანტალიის აეროპორტები თურქეთში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტები საქართველოში, მონასტირისა და ენფიდა-ჰამამეთის აეროპორტები ტუნისში, სკოპიესა და ოჰრიდის აეროპორტები მაკედონიაში, მედინას აეროპორტი საუდის არაბეთში და ზაგრების აეროპორტი ხორვატიაში. TAV Airports-ი აგრეთვე ახორციელებს ოპერირებას აეროპორტების სხვა სფეროებში, მათ შორის უზრუნველყოფს უბაჟო ვაჭრობის, კვებისა და სახმელეთო მომსახურების, სიანფორმაციო ტექნოლოგიების და უსაფრთხოების სამსახურების ოპერირებას. ამ მომსახურებების ფარგლებში, TAV Airports -ი ახორციელებს უბაჟო ვაჭრობის, კვებისა და სხვა კომერციული ობიექტების ოპერირებას რიგის აეროპორტში, ლატვიაში. 2017 წელს კომპანიამ მის შვილობილ კომპანიებთან ერთად მომსახურება 836 000 საჰაერო ხომალდს და 115 მილიონ მგზავრს გაუწია.

„ტავ ჯორჯია“ - ს შესახებ

“TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.