ხარისხის პოლიტიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, შ.პ.ს. ტავ ჯორჯიას უმაღლესი ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ხარისხის მართვა, როგორც ცალკეული დისციპლინა, მისი მმართველობითი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ხარისხის სტანდარტის დანერგვა წარმატებული ბიზნესის მთავარი საწინდარია.

შ.პ.ს ტავ ჯორჯიას სტრატეგიას წარმოადგენს უპასუხოს და გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი. ჩვენთვის მომხმარებელი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, რომელსაც ვიზიდავთ პერსონალის პროფესიონალიზმითა და უწყვეტი გაუმჯობესების პერსპექტივით.

ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს და მართვის თანმიმდევრულობას ყველა ეტაპზე. ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვა-ნელობა განაგრძობს სწორი მიმართულების მიცემას ამ მიზნის მისაღწევად. ორგანიზაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ განსაზღვრა ხარისხის პოლიტიკის შემდეგი პუნქტები:

  • მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ძიება ჩვენს მომსახურებასა და მიმდინარე პროცესებში;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს მომხმარებელთან, რათა დავამკვიდროთ უმაღლესი ხარისხის სტანდარტი;
  • მომხმარებლის მოთხოვნების უმაღლესი დონის შენარჩუნება;
  • მომსახურების ეფექტურობის უწყვეტი ზრდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
  • ჩვენი პერსონლისთვის ტრეინინგების ჩატარება ხარისხის მართვის სფეროში;
  • ღია საკომუნიკაციო არხების დანერგვა ჩვენს მომხმარებელთან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.