“primeclass”-ის მოსაცდელი დარბაზი

მოსაცდელი დარბაზი, რომელიც განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩასასხდომ დარბაზში, პასპორტის კონტროლის შემდეგ, რომლის ფუნქციონირებასაც ახორციელებს TAV “primeclass”-ის პირველი და ბიზნეს-კლასის მგზავრების სერვისი. მოსაცდელი დარბაზი, ხელოვნების მუზეუმის გარემოთი, ასევე იპყრობს ყურადღებას ისეთი კომფორტული პირობებით, როგორიცაა ღია ბუფეტი და სასმელების მდიდარი მენიუ, ტელევიზორი, წვდომა ინტერნეტთან, ყოველდღიური გაზეთები, ყოველკვირეული და ყოველთვიური ჟურნალები, მოსაწევი ადგილი, ეკრანები ინფორმაციით ავიარეისების შესახებ. სტუმრებს შეუძლიათ აღნიშნულის შეძენა, სურვილის შემთხვევაში. მომხმარებლებს, რომლებმაც შეისყიდეს დახვედრის მომსახურება, და მათ დამხვედრ პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ მგზავრების სპეციალური მომსახურებით, რომელსაც სთავაზობს “primeclass”-ის პირველი და ბიზნეს-კლასის მგზავრების სერვისი, ჩამოსვლის დარბაზში განთავსებულ მოსაცდელ ოთახში.