1. სად მდებარეობს დაკარგული ბარგის ოფისი თბილისის აეროპორტში?

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში

ტელ: +99532 310 328

2. რა საბაჟო პროცედურები არსებობს თბილისის/ბათუმის აეროპორტში?

საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge

3. თუ არის აეროპორტში სიგარეტის მოწევისთვის გამოყოპილი ადგილები?

აეროპორტში მოწევა შესაძლებელია მხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებში.

4. რა პროცედურები არსებობს მათთვის ვინც მოგზაურობს შინაურ ცხოველებთან ერთად?

ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.

5. რამდენი ხნით ადრეა საჭირო აეროპრტში მისვლა იმ რეისზე რომლითაც მივფრინავ?

რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.

6. სად შეიძლება ინფორმაციის მირება რეისებტან დაკავშირებით?

რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com

7. სად მდებარეობს სამედიცინო პუნქტი ტერმინალში?

სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.

ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467

1