ბარგის დაშვებული წონა

მგზავრის ბარგი, გარდა  ხელბარგისა ექვემდებარება რეგისტრაციას. მისი დასაშვები გაბარიტები (ზომები) და წონა დამოკიდებულია რეისის მიმართულებაზე, ბილეთის კატეგორიასა და გადამზიდავ ავიაკომპანიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ბარგის წონა აღემატება ბარგის უფასოდ გადაზიდვის დაშვებულ ნორმებს, მგზავრს შესაძლოა დაეკისროს დამატებითი საფასურის გადახდა ავიაკომანიისათვის ყოველ გადაცილებულ კილოგრამზე.

მგზავრობის წინ სასურველია მგზავრმა გადამზიდავი ავიაკომაპნიისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია ბარგის დასაშვები წონისა და სხვა დეტალების შესახებ, ასევე ხელბარგის დასაშვები გაბარიტებისა და წონის შესახებ.

საერთაშორისო  გადაზიდვების დროს დადგენილია უფასო გადაზიდვის შემდეგი ნორმები:
I კლასი –  40კგ. ერთ  მგზავრზე
ბიზნეს კლასი  – 30კგ. ერთ  მგზავრზე
ეკონომ კლასი  – 20 კგ. ერთ  მგზავრზე

ტრანსატლანტიკური რეისები:
ეკონომ კლასი - 23 კგ. ერთ  მგზავრზე
ბიზნეს კლასი  -  32 კგ. ერთ  მგზავრზე