font_size font_size

მგზავრთა ნაკადის ზრდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში

2016 წელს, ტავ ჯორჯიას მიერ ოპერირებად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი წინა წელთან შედარებით 22% - ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 2.252.642 შეადგინა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 312.327 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38 % - ით მეტია.