თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მესტიის მიმართულებით აღდგენილია

ავიაკომოანია „ავიასერვის“- მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების შესრულება მესტიის მიმართულებით დაიწყო. რეისიები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, ბოლო მოდიფიკაციის მი - 171 ტიპის ვერტმფრენით სრულდება. თბილისი -მესტია - თბილისის რეისის ფასი 100 ლარს შეადგენს. გასულ წელს, მესტიის მიმართულებით ფრენებს კანადური „კენ ბორეკი“ ასრულებდა.

დამატებით ინფორმაციისთვის: ტელ: +995 32 292 17 48 მობ: +995 95 18 81 88