Gulf Air თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანია Gulf Air-მა ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დღეიდან დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება. Gulf Air საქართველოს საავიაციო ბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ტავ ჯორჯიაც აქტიურად მონაწილეობდა.