ახალი მოფრენის ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა

საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულებულია. დღეიდან ახალი მოფრენის ტერმინალი ექსპულატაციაში ოფიციალურად შევიდა. გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 4 000 000 მგზავრს მოემსახურება. ახალი მოფრენის ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საქართველოს პერმიერ მინისტრმა ქართულ ავიაციასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ტავ ჯორჯიას და ტავ ჰოლდინგს მადლობა გადაუხადა. თბილისი საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალი: • მშენებლობის დაწყება - 2016 წლის 27 ივნისი; • პირველი მგზავრები ახალი მოფრენის ტერმინალში - 2017 წლის 12 ივლისი; • მშენელობის დასრულება - 2017 წლის სექტემბერი; • ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი - 12 000კვ.მ; • მშენებლობაზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი; • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (ორივე ტერმინალი) წელიწადში 4. 000 000 მგზავრს მოემსახურება; • ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობაზე ტავ ჯორჯიამ 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; • ახალ მოფრენის ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფირნავს ერთდროულად ემსახურება; ასევე ახალ ტერმინალში არის 4 Bus gate; • ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს 5 ჩასხდომის ხიდი და 6 Bus Gate; • 5 ბარგის კარუსელი • ახალ მოფრენის ტერმინალს აქვს 5 ახალი თვითმფრინავის სადგომი; • მოეწყო 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი.