TAV Georgia Golden Brand-მა ნომერ პირველ ბრენდად აღიარა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია Golden Brand 2017-ის დაჯილდოებაზე, ნომინაციაში „ტრანსპორტი და მომსახურება“ საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ტავ ჯორჯიას აღნიშნულ ნომინაციაში ოქროს ბრენდი პირველად 2010 წელს გადაეცა. ტიტული ოქროს ბრენდი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ კომპანიებს 2006 წლიდან ენიჭებათ.