Jazeera Airways თბილისის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა

13 ივნისს ქუვეითის ყველაზე მსხივლმა კერძო ავიაკომპანიამ Jazeera Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა. ზაფხულის სეზონზე Jazeera Airways რეისებს კვირაში სამი სიხშირით ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას A320 ტიპის ავიახომალდებით განახორციელებს. ქუვეითური Jazeera Airways 2004 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 17 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და წელიწადში 1.2 მილიონ მგზავრს ემსახურება.