Primeclass CIP მომსახურება

კომფორტი, ხარისხი და ნებისმიერი რამ, რაზეც მგზავრობის დროს შეგიძლიათ იოცნებოთ. Primeclass CIP მომსახურებას ერთი ნაბიჯით უფრო წინ მიჰყავხართ. გაინტერესებთ როგორ?

ელექტრონული ფოსტით ან ფაქსიმილეთი დაჯავშნის შემდეგ მგზავრებს, რომლებიც მიფრინავენ აეროპორტის ტერმინალის შესასვლელთან შეეგებება Primeclass CIP მომსახურების თანამშრომელი. მათ შეეძლებათ ისარგებლონ უფასო საბარგო ურიკით, ასევე ცალკე გაიარონ რეგისტრაცია და სასაზღვრო-გამშვები კონტროლის პროცედურა პრაიმკლას CIP აგენტის დახმარებით და ისიამოვნონ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი დარბაზით, რომლიც განთავსებულია სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ ნეიტრალურ ზონაში.

დარბაზში მგზავრებს უფასოდ ელით ყველა სახის გამაგრილებელი, ალკოჰოლური, გაზიანი და ცხელი სასმელი, აპერიტივები, მსუბუქი საუზმე, უკაბელო ინტერნეტ კავშირი, ფაქსიმილე და ქსერო მომსახურება. სურვილისამებრ მგზავრებს შეუძლიათ უყურონ ტელევიზორს, იკითხონ ყოველდღიური გამოცემები, ისიამოვნონ და დაისვენონ გამგზავრებამდე. ჩასხდომის დროს კი CIP აგენტი მგზავრს მიაცილებს თვითმფრინავამდე.

ჩამოფრენისას მგზავრებს დახვდება პრაიმკლასის პერსონალი და VIP მანქანებით მიაცილებს ტერმინალში საგანგებოდ მათთვის განკუთვნილ დარბაზამდე. ჩვენი პერსონალი დახმარებას გაუწევს სტუმრებს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის გავლაში, ბარგის მიღებაში და გააცილებენ მათ ტერმინალიდან. მოფრენის დარბაზში არც ის სტუმრები რჩებიან უყურადღებოდ, ვინც მგზავრებს ხვდებიან. მათ შეუძლიათ დაელოდონ თვითმფინავის დაშვებას მშვიდ და სასიამოვნო გარემოში სადაც მათ გაუმასპინძლდებიან უფასოდ ცხელი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელებით.

მომსახურების ტარიფები

მოფრენა - 110 €(დღგ-ს ჩათვლით)

გაფრენა - 110 € (დღგ-ს ჩათვლით)

მხოლოდ CIP დარბაზით მომსახურება - 50 € (დღგ-ს ჩათვლით)

პრაიმკლას CIP მომსახურება

დაჯავშნა: +99532 2310330; +99532 2310331

primeclass.georgia@tav.aero