საინფორმაციო ბიურო
თბილისის აეროპორტის საინფორმაციო ბიურო განთaვსებულია ტერმინალის ცენტრში და ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. საინფორმაციო ბიუროს თავაზიანი პერსონალი ამომწურავი ინფორმაციით უზრუნველყოფს მოქალაქეებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, როგორც ტელეფონით, ასევე ადგილზე აეროპორტში საჰაერო განრიგის, რეგულარული ან ჩარტერული რეისების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება აეროპორტის სერვისების თაობაზე.
ტელ: + 995 32 231 04 21
+ 995 32 231 03 41