ინვალიდები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრები და მგზავრები, რომელნიც სპეციალურ მომსახურებას საჭიროებენ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრები და მგზავრები, რომელნიც სპეციალურ მომსახურებას საჭიროებენ
- მგზავრები ჩვილებთან და მოზრდილ ბავშვებთან ერთად
- ბავშვები უფროსების თანხლების გარეშე
- ფეხმძიმე ქალები
- ავადმყოფი ან ინვალიდი მგზავრები
ზემოჩამოთვლილი მგზავრების კატეგორიებისთვის თითოეულ ავიაკომპანიას შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სპეციალური მომსახურება და მგზავრობისთვის საჭირო საბუთების განსხვავებული ნუსხა. ამდენად, რეკომენდირებულია, რომ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ შესაბამის ავიაკომპანიას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრები
მგზავრობის გასამარტივებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სპეციალური მომსახურების საშუალებებით:
- სპეციალური ტუალეტები ინვალიდი მგზავრებისთვის
- ინვალიდის ეტლით მომსახურება ტერმინალში
(ზემოხსენებული სპეციალური მომსახურებით უზრუნველყოფა უნდა შეათანხმოთ თქვენს ავიაკომპანიასთან და სარეგისტრაციო მომსახურების პერსონალთან).
განსაკუთრებულ მგზავრთა კატეგირიას მიეკუთვნება ე.წ. "სტრეჩერი" (STCR) - მწოლიარე მგზავრი საკაცით, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს გამყოლი ექიმი. ასეთ კატეგორიის მგზავრზე სავალდებულოა წინასწარ გაკეთდეს ჯავშანი.