ქართული English
ხელბარგი

ხელბარგთან დაკავშირებული ინფორმაცია

ხელბარგი  არის ბარგი, რომელიც მგზავრს თან შეაქვს საჰაერო ხომალდის სალონში საკუთარი ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ.

 შეზღუდვები თხევად ნივთიერებებზე
შეზღუდვები თხევადი ნივთიერებების (როგორიცაა, ნებისმიერი სახის ფლუიდი, გელი, აეროზოლი თუ სხვ.) ოდენობაზე, რომლის გადატანაც დასაშვებია ხელბარგის სახით უკანასკნელად დადგენილი პირობების მიხედვით. შეზღუდვები თხევად პროდუქციაზე, რომლის გადატანაც დასაშვებია ხელბარგის საშუალებით, ძალაშია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ხელბარგში არსებული თითოეული თხევადი პროდუქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს.

თხევადი პროდუქცია დაფასოებული უნდა იყოს ცალ-ცალკე 1 (ერთი) ლიტრიs მოცულობის ჭურჭელში და მოთავსდეს 20სმX20სმ ზომის გამჭვირვალე დალუქულ პაკეტში.
თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს მხოლოდ 1 (ერთი) ამგავრი პაკეტი.

მედიკამენტებზე (მხოლოდ რეცეპტთან ერთად და თავდაპირველ შეფუთვაში) და ბავშვის საკვებზე ზემოხსენებული მოთხოვნები არ ვრცელდება.

აკრძალული თხევადი ნივთიერებების ჩამონათვალი: სასმელები, როგორიცაა წყალი ან სხვა გამაგრილებელი სასმელი, სიროფი, ნაღები, ლოსიონი, ზეთები, პარფიუმი, კოსმეტიკური საშუალებები (თხევადი პომადა, ტუში და სხვ.) კბილის პასტა, გასაპარსი გელი და მუსი, თმის გელი, დეოდორანტი, საკონტაქტო ლინზების ხსნარი, შამპუნი, ასევე, საკვები პროდუქტები, როგორიცაა მურაბა, თაფლი, იოგურტი.

Duty-Free
Duty-Free-ის მაღაზიებში შეძენილი ყველანაირი სახის თხევადი საქონელი მოთავსებული უნდა იქნას სპეციალურ გამჭვირვალე, დალუქულ პაკეტში შეძენის ქვითართან ერთად.
დალუქული პაკეტის გახსნა არ არის რეკომენდირებული დანიშნულების საბოლოო ადგილზე ჩასვლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების შემოწმების პუნქტში პაკეტში არსებული თქვენს მიერ შეძენილი საქონელი შესაძლოა ჩამოგერთვან.

თუ შეპირაპირებითი რეისით მგზავრობთ ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში, თქვენ უფლება გაქვთ ადრე ნაყიდი Duty-Free-ის პროდუქცია (100 მილიგრამის ფარგლებში) სალონში შეიტანოთ როგორც ხელბარგი. თუმცა, მაინც აუცილებელ პირობად რჩება  პაკეტის დალუქულ მდგომარეობაში შენარჩუნება.