ცხოველების ტრანსპორტირება
მგზავრები რომელთაც თან გადაჰყავთ ცხოველები და გააჩნიათ აცრებისა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ნებართვა, შესაბამისი ზომის სპეციალური გადასაყვან-სამგზავრო კონტეინერი, გადაყვანას ახორციელებენ ავიაკომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით.
შინაური ცხოველის სპეციალურ გადასაყვან-სამგზავრო ერთეულის გაბარიტების დასაშვები ნორმები ყველა ავიაკომპანიას საკუთარი გააჩნია, რის გამოც საჭიროა მგზავრი წინასწარ გაეცნოს იმ ავიაგადამზიდავის მოთხოვნებს, რომლითაც ის აპირებს გამგზავრებას.
მგზავრი ვალდებულია ცხოველის გადაყვანისას გადაიხადოს მისი გადაყვანის საფასური, რომელიც ანგარიშდება, როგორც ზენორმატიული ბარგის წონის საფასური (საერთო წონაში შედის როგორც ცხოველის წონა ასევე გალიის წონაც).