"Etihad Airways" თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

"Etihad Airways" თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

„Etihad Airways” თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაციონალური ავიაკომპანია „Etihad Airways” 2015 წლის 2 ოქტომბრიდან ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლას გეგმავს. არაბული ავიაკომპანია ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის რეისზე, კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Airbus A320 ტიპის ბორტით შეასრულებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაციონალური ავიაკომპანია „Etihad Airways”, 2003 წლის ივლისში დაფუძნდა. ავიაკომპანიის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ დაბიში მდებარეობს. კომპანიის საერთაშორისო ქსელში გაერთიანებულია 109 მიმართულება მათ შორის, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, ევროპა, აზია, ავსტრალია და ჩრდილოეთ ამერიკა. ამჟამად „Etihad Airways” ის ფლობს 102 ავიახომალდს, სამომავლოდ კი გეგმავს 210 ახალი ავიალაინერის შეძენას. 2009, 2010, 2011, 2012, 2013 წლებში „the World Travel Awards“-ზე „Etihad Airways” „მსოფლიოს ლიდერი ავიაკომპანიის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467