უსაფრთხოების პოლიტიკა

ჩვენ გვჯერა, რომ სტაბილურ წარმატებას განაპირობებენ ადამიანები. კომპანიის მთავარი აქტივი მისი პერსონალია, რომელთა შრომაც პირდაპირ აისახება კომპანიის ბიზნეს-შედეგებზე და კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას რომ დავიცვათ ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება.

შპს „ტავ ურბან საქართველო“ მუდმივად ზრუნავს რათა უზრუნველყოს და შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო დასაქმებულებისთვის და დაიცვას მათი ჯანმრთელობა სამუშაო სივრცეში. ამ მიზნით, ხდება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების აღმოფხვრა ან მინიმუმამდე დაყვანა, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია.

ჩვენ დასახული გვაქვს და ვცდილობთ შევინარჩუნოთ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტები და ვიმოქმედოთ ამ სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი მიზნების მიღწევას ვუზრუნველყობთ ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხების დაცვის საქმეში კომპლექსური მიდგომების დანერგვითა და უსაფრთხოების დაცვის მუდმივი გაუმჯობესებით. ეს უკანასკნელი შესაძლებელია ქვემოთ მოცემული პრინციპების განხორციელების გზით. ჩვენ ვუზრუნველყობთ ამ პროცესების მართვას, ხელმძღვანელობას, საჭირო კომუნიკაციებს და რესურსებს.

შპს ტავ ურბან საქართველო ათვითცნობიერებს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას დასაქმებულების, მომხმარებლებისა და ზოგადად, საზოგადოების შრომის უსაფრთხოებისა დაცვასთან დაკავშირებით.

შპს „ტავ ურბან საქართველომ„ აიღო ვალდებულება შემდეგზე:

• სულ მინიმუმ, დაიცვას კომპანიასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი ნორმები და წესები და უმეტეს შემთხვევაში, გადაჭარბებით შეასრულოს ეს მოთხოვნები, რათა არ დაუშვას პერსონალის დაშავება და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.

• დაშავებისა და ჯანმრთელობის ზიანის პრევენცია, რისკების შემცირება და შრომის უსაფრთხოების დაცვის მუდმივი გაუმჯობესება სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობის დაცვის და შრომითი უსაფრთხოების საქმიანობის აუდიტისა და მონიტორინგის გზით.

• უზრუნველყოს, წინამდებარე პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებების გაცნობა/ინფორმირება დასაქმებულებისთვის. ამ კუთხით, დასაქმებულებმა უნდა აიღონ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის ვალდებულება, რათა დაიცვან საკუთარი თავი, სხვა დასაქმებულები და სხვა ისეთი პირები, რომელთა უსაფრთხოებაზე შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს მათმა ქმედებებმა.

• უზრუნველყოს ყველა შესაბამის საქმიანობებთან დაკავშირებული რისკების შეფასება, სრული დოკუმენტირება და ზომების მიღება დამაკმაყოფილებელი კონტროლის მექანიზმების დასანერგად.

• საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით სისტემატიური მიდგომების, რისკების შეფასების, შესაფერისი და ეფექტური კონტროლის ზომების განსაზღვრა და დასაქმებულების ინფორმირება სწორი პროცედურების შესახებ.

• უზრუნველყოს საფრთხეების ამოცნობა, რისკების შეფასება და კონტროლის ზომების მიღება, რათა ზიანი არ მიადგეს დასაქმებულების, სხვა კონტრაქტორების, და კონკრეტულ ტერიტორიაზე დასაქმებული პირების ან საზოგადოების წარმომადგენლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას სამუშაო ოპერაციების შედეგად.

• ყველა დასაქმებულისთვის მაღალი სტანდარტის სწავლება-ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა მათ სამსახურეობრივ მოვალეობებთან და ნებისმიერ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც მოცემულია კომპანიის რისკების შეფასების ანგარიშში.

• დასაქმებულთა მიერ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის გაცნობიერება უპირატესი მოთხოვნაა და ბიზნესის ზრდა-განვითარების მთავარი წინაპირობაა.

• თითოეული დასაქმებული პასუხს აგებს საკუთარი, კოლეგების, და აგრეთვე სამუშაო სივრცეში და ამ სივრცის ახლომახლო მყოფი პირების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. დასაქმებულები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი სათანადო ხელმძღვანელობით, ინსტრუქტაჟით, წვრთნით, სწავლებით და აღჭურვილობით, რათა ამ უკანასკნელებმა შეძლონ ისარგებლონ უსაფრთხო სამუშაო მეთოდებით და იმუშაონ კომპეტენტურად.

შპს „ტავ ურბან საქართველო“ მისი შესაძლებლობების ფარგლებში იზრუნებს შექმნას უსაფრთხო სამუშაო ადგილები და სისტემები, უზრუნველყოს უსაფრთხო ტექნიკური აღჭურვილობა, მასალებისა და ნივთიერებების უსაფრთხო მოპყრობა/შენახვა, ადეკვატური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი აღჭურვილობისა და შესაბამისი ინფორმაციის, წვრთნისა და ზედამხედველობის გაწევის პარალელურად.

შპს „ტავ ურბან საქართველო“ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივ მოთხოვნებს განიხილავს მინიმალურ სტანდარტად და საკუთარი ხელმძღვანელობისგან მოელის მათი დასახული მიზნების შესრულებას ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების უგულველყოფის გარეშე.

ჩვენი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა მუდმივი მონიტორინგისა და პერიოდული განხილვის საგანია, რათა შესრულებული იქნას კომპანიის მიმართა არსებული სამართლებრივი მოთხოვნები, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნები და ამოცანები.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467