ისტორია

TAV- ის შესახებ

TAV Airports-ი აეროპორტების ოპერირების საქმეში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სექტორში, ცოდნის დაგროვების, გამოცდილებისა და შემოქმედობითობის წყალობით მოპოვებული წარმატების ისტორიაა. TAV-ის ისტორია 1997 წელს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალზე გამოცხადებული ტენდერით დაიწყო. TAV Airports Holding-ი -დაარსდა როგორც „Tepe“-ს და „Akfen“ -ის ჯგუფების ერთობლივი საწარმო, რომელემაც სტამბოლის აეროპორტის ტენდერში გაიმარჯვა. მიაღწია რა დიდ წარმატებას ამ სექტორში, TAV-ი მალე გახდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ბრენდი მისი ნოუ-ჰაუს, მაღალ-კვალიფიციური ადამიანური რესურსების და მის აეროპორტების მშენებლობის პროექტებში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, ისევე როგორც ახალი სფერო აეროპორტების ოპერირების სექტორში. დასახული მიზნების რეალიზაციის გზაზე, 2006 წელს TAV - ში რესტრუქტურიზაციის პროცესი წარმატებით განხორციელდა. მოახდინა რა მისი „ოპერირებისა“ და „მშენებლობის“ საქმიანობების რეორგანიზაცია TAV Airports Holding-ისა და TAV Construction-ის დაქვემდებარებაში, 2007 წელს TAV Airports Holding-ის აქციები გასაჯაროვდა. 2012 წლის მაისში TAV Airports-ის აქციების 38% შეიძინა Aéroports de Paris Group-მა. დღეს, ტავ აეროპორტები, აეროპორტების ოპერირების გლობალურ სფეროში თურქეთის წამყვანი ბრენდი, ახორციელებს სტამბოლის ათათურქის, ანკარას ესენბოღას, იზმირის ადნან მენდერესის და ანტალიის გაზიფაშას აეროპორტების ოპერირებას თურქეთში. TAV Airports უწევს ოპერირებას საზღვარგარეთ არსებულ შემდეგ აეროპორტებს: თბილისისა და ბათუმის აეროპორტები საქართველოში, მონასტირისა და ენფიდა-ჰამამეთის აეროპორტები ტუნისში, სკოპიესა და ოჰრიდის აეროპორტები მაკედონიაში, მედინას აეროპორტი საუდის არაბეთში და ზაგრების აეროპორტი ხორვატიაში. TAV Airports-მა აგრეთვე მოიპოვა მილას-ბოდრუმის აეროპორტის ოპერირების უფლება. TAV Airports-ი ახორციელებს ოპერირებას აეროპორტების სხვა სფეროებში, მათ შორის უბაჟო ვაჭრობის, კვებისა და სახმელეთო მომსახურების, სიანფორმაციო ტექნოლოგიების და უსაფრთხოების სამსახურების ოპერირებას. ამ მომსახურებების ფარგლებში, TAV Airports -ი უზრუნველყოფს უბაჟო ვაჭრობის, კვებისა და სხვა კომერციული ობიექტების ოპერირებას რიგის აეროპორტში, ლატვიაში. 2016 წელს კომპანიამ მის შვილობილ კომპანიებთან ერთად მომსახურება 808 000 საჰაერო ხომალდს და 104 მილიონ მგზავრს გაუწია.

„ტავ ჯორჯია“ - ს შესახებ

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტი მოიცავდა ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, ბაქანის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკის გაუმჯობესებას, ასევე მიწისზედა მომსახურებისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობის შეძენას. ხოლო რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ის მთლიანად „ტავ ჯორჯიას“ მიერ იქნა დაპროექტებული და აშენებული. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. სწორედ ამიტომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მაღალი ხარისხის მომსახურება ყველანაირ პირობას უქმნის მგზავრებს, რომ მათ თავი მაქსიამლურად უსაფრთხოდ, დაცულად და რაც მთავარია კომფორტულად იგრძნონ.

სასარგებლო ინფორმაცია

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუსაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ამ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა, მხოლოდ სპეციალურად დაშვებულ მოსაწევ სივრცეშია შესაძლებელი.
ყოველ ავია გადამზიდავს საკუთარი განსხვავებული პროცედურები გააჩნია სინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდირებულია მგზავრი აეროპორტში რეისამდე 2 საათით ადრე გამოცხადდეს.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. აქ კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467