ავტოსადგომი
თბილისის საერთშორისო აეროპორტში 3 სადგომი მსუბუქი ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი, 1 ტრანსფერული ავტობუსებისა და 1 ავტოგაქირავების სადგომი. ავტოსადგომების შესასვლელებთან პარკინგის საფასურისა და პირობების საინფორმაციო ბანერებია განთავსებული. პარკირების საფასურის გადახდა როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით არის შესაძლებელი.
#1 ავტოსადგომი: მდებარეობს გამგზავრების ტერმინალის მოპირდაპირედ, რომელზეც 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი ფუნქციონირებს. საერთო ადგილების რეოდენობა - 334, აქედან 1 სადგომი განკუთვნილია ელექტრო ავტომობილებისთვის (აღნიშნულია შესაბამისი მარკირებით) და 8 სადგომი შშმ ბირებისთვის (აღნიშნულია შესაბამისი მარკირებით). ასევე დატანილია ეტლით მომსახურების სერვისის მობილური ნომერი.
#2 ავტოსადგომი: მდებარეობს გამგზავრების ტერმინალის მარცხენა მხარეს რომელზეც ფუნქციონირებს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი. ადგილების რაოდენობა - 250 , აქედან 4 სადგომი გამკუთვნილია შშმ პირებისთვის და დატანილია ეტლით მომსახურების სერვისის მობილური ნომერი.
#3 ავტოსადგომი: მდებარეობს მოფრენის ტერმინალის მარჯვენა მხარეს,რომელზეც ფუნქციონირებს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი. ადგილების რაოდენობა - 324, აქედან 4 სადგომი განკუთვლილია შშმ პირებისთვის და დატანილია ეტლით მომსახურების სერვისის მობილური ნომერი.
#4 ტრანსფერული ავტობუსების სადგომი, მდებარეობს #1 ავტოსადგომის მოპირდაპირეთ, განკუთვნილი არის ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის, ადგილების რაოდენობა - 6.
ხოლო გაქირავების ავტომობილებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის მოცულობა არის 80 ადგილი.
ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში.
ტელ: + 995 32 231 02 93
დღიური გადასახადი
პარკირება 1 საათით | პარკირება 1-3 საათით | პპარკირება 3-6 საათით | პარკირება 6-12 საათით | პარკირება 24 საათით |
4,00 | 5,00 | 7,00 | 10,00 | 15,00 |
1. ყველა ტარიფი მოცემულია ეროვნულ ლარში დღგ-ს ჩათვლით.
2. 5 წუთით ავტოსადგომზე შესვლა უფასოა.
3. ავტოსადგომის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელი სამი დღის საფასურის გადახდით დაჯარიმდება.
სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
თბილისის აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ ...
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467