სუვენირები

სუვენირები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სუვენირების მაღაზიები მგზავრებს სამახსოვრო საჩუქრების ფართო სპექტრს სთავაზობს. გაფრენის ტერმინალში სუვენირების არაერთი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელშიც მგზავრებს შეუძლიათ, შეიძინონ ხელნაკეთი ტრადიციული ქართული საჩუქრები, სპეციალური ჩამოსხმის ქართული ღვინო, ეროვნული მხატვრობისა და ჭედურობის ნიმუშები, ხელნაკეთი კერამიკული თეფშები, ყანწები, ბატიკის ნიმუშები, ხელნაკეთი ჩანთები, ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობები.  
გარდა საჩუქრების მაღაზიებისა, გამგზავრების ტერმინალში მდებარეობს ჯიხურები, სადაც შეიძლება ქართული ეროვნული დელიკატესების შეძენა, როგორებიცაა ჩურჩხელა, ტყლაპი, ეგზოტიკური ჯემები და თაფლი, ასევე - თემატური სასაჩუქრე კალათები.   

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467