ATU Duty Free

ATU Duty Free


ჩვენ გთავაზობთ მსოფლიო ბრენდებისა და ქართული, ტრადიციული გემოების ფართო არჩევანს. 769 კვ.მ ფართობზე წარმოდგენილია საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობის სამი მაღაზია, მათ შორის ღვინის მარნის ნომინაციაში გამარჯვებული კონცეპტუალური მაღაზია “Georgian Wines".

ჩვენს მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ სხვადასხვა პროდუქცია: პარფიუმერია, კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტი, საკონდიტრო ნაწარმი, სათამაშოები და აქსესუარები, ქართული ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა და სუვენირები.

Duty Free-ის მაღაზიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, საპასპორტო კონტროლის ჯიხურების უკან.

აუცილებლად გვესტუმრეთ, არ გამოტოვოთ ჩვენი სპეციალური შეთავაზებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ტელ: +995 32 2310200

www.atu.com.tr

info@atu.com.tr

უბაჟო ვაჭრობის ობიექტები

 

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

თბილისის აეროპორტში რეისების მოფრენისა და გამგზავრების შესახებ ...

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467